ბრაზილია ამაზონის ტყის ხანძრების ჩაქრობაში G7-ის დახმარებაზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 27.08.2019
ნანახია: 818

ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ტყეებში ხანძრის წინააღმდეგ ბრაზილიაში G7-ის დახმარებაზე უარს ამბობს.

ბრაზილიის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსის ონიკს ლორენცონის თქმით, აღნიშნული თანხა უმჯობესია ევროპის ტყეების აღდგენას მოხმარდეს.

 „მაკრონმა ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი, რომელიც კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და კიდევ ჩვენ გვასწავლის რამეს? მას ბევრი საქმე აქვს სახლში და საფრანგეთის კოლონიებში და მას მიხედოს“, - განუცხადა მედიას ლორენცონიმ.

მისივე თქმით, ბრაზილიას შეუძლია ნებისმიერ  სხვა ქვეყანას ასწავლოს, როგორ დაიცვას ტყეები, რადგან მათ გარდა არავის აქვს ბუნებრივი მცენარეების ასეთი დიდი ფართობი.

26 აგვსიტოს დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ ამაზონის ტყეების ხანძრის ლიკვიდაციისთვის 20 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.

ამაზონში ხანძარი რამდენიმე კვირაა მძვინვარებს. ცეცხლი ძირითადად ბრაზილიის ტერიტორიაზე ვრცელდება, კერები დაფიქსირებულია ბოლივიაში, ვენესუელაში, კოლუმბიაში, არგენტინაში და სხვა ქვეყნებში.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ხანძრის ფართობი 1500 კვ/კმ-ით გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე