ნატო არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

საქართველო, თბილისი - 16:49 | 26.08.2019
ნანახია: 902

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმიანება.

"ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც ჩატარდა 25 აგვისტოს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

ნატოს მოკავშირეები არ ცნობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში", - წერს აპატურაი ფეისბუკზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე