G7-ის ქვეყნები ამაზონის ტყის ხანძრების ჩასაქრობად 20 მლნ ევროს გაგზავნიან

საქართველო, თბილისი - 15:32 | 26.08.2019
ნანახია: 1068

G7-ის ქვეყნები ამაზონის ტყის ხანძრების ჩასაქრობად 20 მლნ ევროს გაგზავნიან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 „ამაზონის ქვეყნებს დაუყოვნებლივ გავუგზავნით ფინანსურ დახმარებას, დაახლოებით 20 მლნ ევროს“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბიარიცში G7-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ამაზონის ჯუნგლებში ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს.

ცე­ცხლი ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­ცი­რებს იმ ჟანგბა­დის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც ასე სა­ჭი­როა ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ტყეს­თან იწ­ვი­ან ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი.

წელს ამა­ზო­ნის ტყე­ში ხან­ძრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია. კოს­მო­სის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გან­მარ­ტე­ბით, თა­ნამ­გზავ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წელს ხან­ძრის რა­ო­დე­ნო­ბამ 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით 85%-ით მო­ი­მა­ტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე