მაკრონმა G7-ის ქვეყნების ლიდერებს ოკეანეში ნაპოვნი პლასტმასის ნივთებისგან დამზადებული საათები აჩუქა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 26.08.2019
ნანახია: 872

G7-ის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაში მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მაჯის საათები აჩუქა, რომლებიც ოკეანში შეგროვილი პლასტმასის ნივთებისგან იყო დამზადებული.

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში მიმდინარეობს დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც დღეს საღამოს სრულდება. ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის პრობლემებს ეხებოდა.

G7-ის სესიის დროს, რომელიც კლიმატს ეძღვნებოდა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების, მიწვეული სახელმწიფოების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან საჩუქრები მიიღეს. განსაკუთრებული საჩუქარი იყო პლასტმასის საათები, რომლებიც ოკეანეებში მოპოვებული მასალისგან დამზადდა“, - ნათქვამია  ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე