წყალდიდობას სუდანში 62 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 26.08.2019
ნანახია: 704

სულ მცირე 62 ადამიანი ემსხვერპლა გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოშობილ წყალდიდობას სუდანში. იუწყება სუდანის სახელმწიფო სააგენტო.

ივლისის დასაწყისიდან ქვეყანას ძლიერი და გადაუღებელი წვიმები დაატყდა თავს, რომელმაც 15 შტატის 200 000-მდე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმოქმედა.

გაეროს განცხადებით, წყალდიდობისა და წვიმების შედეგად სუდანში დაზიანებული ან განადგურებულია 37 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

წვიმების სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე