რუსეთის არმიის ავიაერიშების შედეგად სირიაში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 12:36 | 26.08.2019
ნანახია: 735

ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაიჭრა სირიაში, იდლიბის პროვინციაში რუსეთისა და სირიის სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული ავაიერიშების შედეგად.

ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებზე“ დაყრდნობით იუწყება.

აქტივისტების მონაცემებით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

თურქეთი და რუსეთი გასული წლის სექტემბერში შეთანხმდნენ იდლიბი დეესკალაციის ზონად ექციათ, სადაც აგრესიის აქტები მკაცრად აკრძალულია. თუმცა სირიის რეჟიმმა და მისმა რუსმა მოკავშირეებმა ამ რეგიონში ამბოხებულების წინააღმდეგ იერიში დაიწყეს.
ამჟამად, დეესკალაციის ზონაში ოთხი მლნ მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე