ტრამპმა G7-ის სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 26.08.2019
ნანახია: 733

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა,რომ საფრანგეთის ქლაქ ბიარიცში G7-ის სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯავად ზარიფთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა. იუწყება სააგენტო „როიტერი“.

 „ძალიან ადრეა“, -ასეთი კომენტარი გააკეთა მან ზარიფთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.

ტრამპის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას სთხოვდა G7-ის სამიტზე ზარიფის ვიზიტი მიეღო.

კვირას საფრანგეთში ზარიფის ვიზიტი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გასულ კვირას პარიზში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა ბირთვული შეთანხმების გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე