ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 26.08.2019
ნანახია: 1090

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა „კანდიდატმა“ მოიპოვა.

„პრეზიდენტობისთვის“ ცხრა კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა.

რაულ ჰაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, ალხას კვიცინია  – 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

„მეორე ტურში“ „კენჭს იყრიან“ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა და ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ალხას კვიცინია.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნები გუშინ გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე