თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 22.08.2019
ნანახია: 1145

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
რატომ დატოვა სკოლის დირექტორის თანამდებობა თურქაძემ, ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხსაც უკავშირდებოდეს. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწორედ 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
მედიამ მანანა თურქაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა ვერ მოხერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე