რუსეთი G8-ში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 10:28 | 22.08.2019
ნანახია: 1261

უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი Facebook-ის გვერდზე G8-ში რუსეთის შესაძლო დაბრუნებას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს და დონბასში საომარ მოქმედებებს დაასრულებს.

ზელენკსი წერს, რომ მოსკოვის ამგვარი ნაბიჯი, ისევე როგორც რუსეთის ციხეებში მყოფი უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლება, გახდება „მსოფლიოსთვის სერიოზული სიგნალი იმისა, რომ რუსეთი მზად არის კვლავ დაიკავოს უმაღლესი დიპლომატიის დღის წესრიგში თავისი ადგილი“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზდენტს ემანუელ მაკრონს დათანხმდა 2020 წელს რუსეთი აშშ-ში G7-ის სამიტზე მიიწვიოს. სავარაუდოდ, ამ საკითხს ტრამპი ბიარიცში დიდი შვიდეულის სამიტზე დააყენებს.

დიდ ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი G7-ში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან სოლსბერისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების, ასევე სხვა რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტების გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე