8 წლის ბიჭმა მშობლების ავტომობილი გაიტაცა და ავტობანზე გაისეირნა

საქართველო, თბილისი - 19:31 | 21.08.2019
ნანახია: 920

გერმანიაში რვა წლის ბიჭმა მშობლების ავტომობილი გაიტაცა და ავტობანზე გაიჭრა. ამის შესახებ ქალაქ ზოესტის პოლიციის Facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

ბიჭი სახლიდან ღამით გაიპარა. ის ავტობანზე 140 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა, თუმცა შემდეგ მოძრაობა ვეღარ გააგრძელა და გაჩერდა.

მედიის ცნობით, ბიჭმა ავარიული მანათობელი სიგნალი ჩართო და გამაფრთხილებელი სამკუთხა ნიშანი გამოფინა. ამასობაში ბიჭის დედამ პოლიციას შვილის დაკარგვის შესახებ აცნობა. მისი თქმით, ბიჭი ხშირად აკითხავდა კარტინგს და მანქანების ატრაქციონებზე ერთობოდა. ქალმა აღიარა, რომ კერძო ტერიტორიაზე ის ნამდვილ ავტომობილსაც მართვდა.

პოლიციამ ბიჭი და ავტომობილი მალე იპოვა. „მე უბრალოდ მინდოდა მანქანით ცოტა გამესეირნა,“- უთხრა ბიჭმა პოლიციელებს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე