KfW-თან ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის შემდგომ ფაზაზე ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველო, თბილისი - 18:29 | 21.12.2015
ნანახია: 1355

22 დეკემბერს, 15:30 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მე-4 ფაზა” თაობაზე სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდება.

ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი.

მისამართი: ფინანსთა სამინისტრო, მე-6 სართული

                         გორგასლის #16




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე