"კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავიდა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 21.08.2019
ნანახია: 967

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ში  მიმდინარე მოვლენების გამო, "კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავიდა. დამატებით ინფორმაციას ტელეკომპანია თავის მაყურებლებს  ვებგვერდიდან შეატყობინებს. ეთერში ასევე არ გასულა დილის "კურიერიც", გადაღებებზე არც ჟურნალისტები გასულან. ისინი საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლებას ამ ფორმით აპროტესტებენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი2"-დან გაათავისუფლეს ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი. ტელეკომპანია თავისი გადაწყვეტილებით დატოვეს "კურიერის" წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ. "რუსთავი 2"-ის დატოვებას გეგმავს ტელეწამყვანი პაატა იაკობაშვილიც. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე