არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო - გიორგი გაბუნია

საქართველო, თბილისი - 23:26 | 20.08.2019
ნანახია: 1057

 არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო, - ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სადისკუსიო ფორმატში საუბრისას განაცხადა. „რა მოხდა იქ, როდესაც პუტინი ვახსენე ცოტა სხვანაირად. რეალურად ეს იყო იმის გაგრძელება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. მოწმენდილ ცაზე ამას არ გავაკეთებდი. ბევრჯერ მკითხეს, მიმაჩნია,  თუ არა, რომ ეს შეცდომა იყო და ბოდიში უნდა მოვიხადო? არა! არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო“, - თქვა გიორგი გაბუნიამ. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ ხშირად ელაპარაკებიან იმის შესახებ, რომ მან მშობლების საფლავი ახსენა. „მესმის, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება ის საფლავები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა შეგნებულად შეურაცხყვეს. შეგნებულად მიჰყავდათ ანწუხელიძე და სადღაც კი არ მოკლეს, არამედ საფლავებზე დააკლეს. რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა, ის, რაც გააკეთეს რუსებმა ქართველების საფლავებზე თუ ის, რაც გავაკეთე მე, ერთმა ჟურნალისტმა ეთერით. მე არ ვნანობ, რაც გავაკეთე, სწორედ, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ამას მოჰყვა“, - განაცხადა გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე