ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და რამდენიმე თანამშრომელი "რუსთავი 2"-დან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 20.08.2019
ნანახია: 766

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიამ ბრიფინგზე ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.

მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება.

როგორც სალიამ აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე