ეროვნული საინვესტიციო სააგენტო: ჩინელი ინვესტორებთან საქართველოში ჩაის პლანტაციებისა და გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნესით დაინტერესდნენ

საქართველო, თბილისი - 16:21 | 21.12.2015
ნანახია: 1540

16-26 დეკემბერს საინვესტიციო ფონდი Sino Tekco Investment Company Limited, კომპანიები Qunfangzui Tea Industry Co., Ltd, Huangshan Qimenxiang Tea Leaf Co., Ltd., და რამდენიმე ჩაის მეწარმეთა ასოციაცია Huangshan City Council for the Promotion of Tea Economy, Qimen Black Tea Association სტუმრებენ საქართველოს ჩაის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად. პოტენციური ინვესტორები დაინტერესებული არიან საქართველოში ჩაის პლანტაციების გაშენებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს, სასტუმროსა და ჩაის კვლევითი ცენტრის გახსნით.

დღეს, ჩინური მხარის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორთან.

საინვესტიციო სააგენტოს ცნობით, ასევე დაგეგმილია ინვესტორთა ჯგუფის შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს დასავლეთ საქართველოში მდებარე პოტენციური საინვესტიციო ადგილები და ჩაის წარმოების სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე