თბილისს გერმანელი ქირურგები სტუმრობენ

საქართველო, თბილისი - 16:15 | 21.12.2015
ნანახია: 3320

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდის თანადგომით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თბილისს  გერმანიის „HELIOS Klinikum“-ის სამედიცინო საბჭოს წევრი, ქალაქ ჰილდეს ჰაიმის ფილიალის ქირურგიის ცენტრის დირექტორი, ქირურგ-ონკოლოგი, ფროფესორ Axel Richter M.D. და კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, Jürgen Tebbenjohanns ესტუმრნენ.

გერმანელმა სპეციალისტებმა ქართველ პაციენტებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს. HELIOS Klinikum-ის ექიმებმა, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციები წაუკითხეს და ქართველი კოლეგებისთვის მასტერკლასები გამართეს.

პროექტი წელიწადზე მეტია საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანადგომით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოში უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორების მოწვევა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა და განვითარება.

პროექტის ფარგლებში საქართველოში უცხოეთის წამყვანი კლინიკების ექიმები, ქართველი კოლეგების მონაწილეობით უფასო ოპერაციებს ატარებენ, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება.

ინიციატივა საქართველოში სამედიცინო მომსახურების სტანდარტის ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც საშუალებას მოგვცემს დავნერგოთ იმ სახის მკურნალობის მეთოდები, რომელთა მისაღებად დღეს–დღეობით პატიენტების გაგზავნა საზღვარგარეთის ძვირადღირებულ სამედიცინო ცენტრებში ხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე