ხელისუფლებას არ სურს თავისი დანაშაულის გამოძიება - ზაალ უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:26 | 09.08.2019
ნანახია: 829

ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება ობიექტურად წარიმართოს , - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსით არ ინტერესდება, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის რჩეულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ 20 ივნისის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.

„ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ან რაიმე ფორმით გამოძახებას სამართალდამცავ უწყებაში, ბოლომდე მოერიდებიან, ვინაიდან ანზორ ჩუბინიძე არის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ენდობა და მიუხედავად იმისა, რომ ანზორ ჩუბინიძე უშუალოდ იმყოფებოდა მოვლენათა ეპიცენტრში და პარლამენტის წინ იდგა და ყველამ კარგად ნახა, რომ ფარით შეიარაღებული, როგორ გასცემდა ბრძანებებს იქ, მისი დაკითხვა არ ხდება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ როგორ უდგება 20 ივნისის გამოძიებას ეს ხელისუფლება. ბუნებრივია, საკუთარი დანაშაულის გამოძიება ხელისუფლებას არ სურს, შესაბამისად, ბოლომდე გადაეფარებიან ანზორ ჩუბინიძეს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე