პუტინი ელტონ ჯონთან შეხვედრისთვის მზად არის

საქართველო, თბილისი - 16:08 | 25.09.2015
ნანახია: 2018

ვლადიმირ პუტინი ბრიტანელ მომღერალს, ელტონ ჯონს ტელეფონით ესაუბრა და მასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინი ყველა იმ  საკითხის განსახილველად არის მზად, რომელიც მომღერალს აინტერესებს.

ელტონ ჯონმა პუტინთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც რუსეთში არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აიკრძალა. 16 სექტემბერს კი მომღერალმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტმა დაურეკა. ასეთი საუბრის რეალურობა პესკოვმა მაშინვე უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ პუტინი მზად იყო, მართლა ესაუბრა მუსიკოსთან.

მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ელტონ ჯონს პუტინის სახელით რუსმა პრანკერებმა, ვლადიმირ კრსნოვმა და ალექსელი სტოლიაროვმა დაურეკეს, რომელთაც რუსეთში ვოვანის და ლექსუსის სახელით იცნობენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე