თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 08.08.2019
ნანახია: 724

თურქეთში, ქალაქ დენიზლის სიახლოვეს 9 კილომეტრში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თურქეთის დროით 15:25 წუთზე დაფიქსირდა.

ინფორმაციას მიწისძვრის სიმძლავრის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ძლიერმა რყევებმა მოქალაქეების პანიკა გამოიწვია.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1999 წელს, მარმარილოს ზღვის სიახლოვეს მოხდა. ბიძგებმა 7.4 მაგნიტუდა შეადგინა. კატასტროფის შედეგად 18 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე