პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობას სკანდალის გამო ტოვებს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 08.08.2019
ნანახია: 703

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობას სკანდალის გამო ტოვებს

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობას დატოვებს.

ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ დროს კუხჩინსკის სამსახურეობრივი ფრენების დროს ბორტზე ხშირად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ასევე  მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავიანთი ოჯახებით. კუხჩინსკიმ განაცხადა, რომ ეს არ ზრდიდა სახელმწიფო ხარჯებს, თუმცა ამასთან, თავისი ნებასურვილით საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაიხადა 15 ათასი ზლოტი, 28 ათასი ზლოტი კი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ფონდში  ჩარიცხა.

ოპოზიციის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ხშირად მოგზაურობდა სამთავრობო თვითმფრინავით ოჯახთან ერთად კარპატების სავოევოდოში. ოპოზიცია კუხჩინსკის გადადგომას მოითხოვდა. საპარლამენტო დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ გაიმართება.

 „ხვალ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დავტოვებ“, - განაცხადა კუხჩინსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე