საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაუშვეს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 08.08.2019
ნანახია: 696

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სახელმწიფო დროშები 7-8 აგვისტოს განმავლობაში დაეშვა. დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.
რუსეთ-საქარათველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა 7-8 აგვისტოს ყველა სახელმწიფო უწყებაზე დაეშვა.
“ამ დასახლების ბმშენებლობა დაიწყო ორი წლის წინ. დევნილებისთვის ბინების გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წელს და მომავალ წელს 2000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა. ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. სადაც ისინი ორი წლის წინ ცხოვრობდნენ, იქ მართლაც გაუსაძლისი პირობები იყო. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას გორის ამ ნაწილში. არსებობს საბავშვო ბაღის პრობლემა, უკვე ჩავსვით ბიუჯეტში და მომავალ წელს აქ აშენდება საბავშვო ბაღი. ასევე არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ჩვენ გვაქვს პირობა მიცემული ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე