მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი - გოგა ხაინდრავა
საქართველო, თბილისი - 14:13 | 08.08.2019 ნანახია: 1453ცალკეული ჯგუფები, ათეულები, ასეულები მიტოვებული სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ, ცხინვალის რეგიონში გმირულად იბრძოდნენ და ცდილობდნენ, შეეკავებინათ ის არმია, რომელიც მოდიოდა საქართველოსკენ, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აგვისტოს ომი, ტრაგიკულთან ერთად, საქართველოს ისტორიაში არის სამარცხვინო, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი.
„რუსეთი არღვევს ყველანაირ საერთაშორისო შეთანხმებას, როგორც ჩვევია საუკუნეების მანძილზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი აგრესიით იწყებს საუკუნეს. ეს იყო 1801 წელს, მერე 1921 წელს და 2008 წელს. ამიტომ ეს ტრაგედიაა იმ უამრავი ადამიანისთვის, ვინც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი, სამშობლო და დღეს ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. დაკარგეს შვილები, მამები, ძმები და მთელი ჩვენი საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც აქ ცხოვრობს. სამარცხვინოა, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი, როგორ მიცუცხავდა საბრძოლო ველიდან. ამან განაპირობა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დამარცხება საქართველოს ისტორიაში. არანაირი ხუთდღიანი ომი არ ყოფილა. ომი მოხდა დღენახევარში და დამთავრდა რეალურად. პრინციპში არანაირი წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებასა და ხელმძღვანელობას არ გაუწევია, ცალკეული ჯგუფები, ათეულები, ასეულები მიტოვებული სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ, ცხინვალის რეგიონში გმირულად იბრძოდნენ და ცდილობდნენ, შეეკავებინათ ის არმია, რომელიც მოდიოდა საქართველოსკენ. ამ ჯგუფების ვაჟკაცობაზე, თავდადებაზე გადავიდა ეს დღენახევარი. დღენახევრის შემდეგ აღარც ერთი ქართველი ჯარისკაცი, გარდა ცალკეული პატარა ჯგუფებისა, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე აღარ იყო და მეორე დანაშაული დაიწყო, რომლის სათავეში ასევე სააკაშვილი, სამარცხვინო კაცი იდგა და მისი ერთ-ერთი მსახური უტიაშვილი, რომელიც უტიფრად ყვიროდა და ატყუებდა მოსახლეობას, ხეობაში მცხოვრებლებს ცხინვალის რეგიონში, რომ ქართული ჯარი უტევს ჯავას, უტევს გუფთას და ა. შ. ამის გამო უამრავი ადამიანი არ გამოვიდა ხეობიდან, დარჩა თავის სახლებში და რა ბედი ეწია მათ ამაზე ცალკე ფილმსაც ვიღებ და წიგნსაც ვწერ, იქ წაიკითხავს მაყურებელი და მკითხველი, რა დააწიეს ადამიანებს იქ. უტიაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ისევე, როგორც სააკაშვილი, ისევე, როგორც ბოკერია, ბარამიძე, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და მთელი ეს დანაშაულებრივი ჯგუფი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა