ზვიად ქორიძე: მზადდება შეწყალების ახალი აქტი

საქართველო, თბილისი - 14:42 | 21.12.2015
ნანახია: 2791

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მზადდება შეწყალების ახალი აქტი. მისი თქმით, შეწყალების კომისია მთელი გასული კვირის განმავლობაში მუშაობდა და ახალი აქტი მზადდება. 
რაც შეეხება ე.წ. პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ქორიძის თქმით, მედიის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას უნდა მიმართონ. 
ჟურნალისტების შეკითხვას, სანდო იყო თუ არა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებები, ზვიად ქორიძემ უპასუხა, რომ ამაზე ჟურნალისტებმა ალეკო ელისაშვილს უნდა მიმართონ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე