მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 13:09 | 08.08.2019
ნანახია: 578

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"11 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. შვედეთი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად. რუსეთის სამხედრო შენაერთების ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევაა.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი მიკრობლობ „ტვიტერზე".

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე