ქართული ციტრუსის ექსპორტი წარმატებით ხორციელდება

საქართველო, თბილისი - 14:36 | 21.12.2015
ნანახია: 1815

ქართული ციტრუსის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე ბათუმის პორტის გავლით გადის. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ, აჭარაში გამართული მეტუატურის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინის მიმართულებით ყოველ კვირას სრულდება სამი საზღვაო გადაზიდვა, რომელსაც ასრულებს სამი გემი. აღნიშნული გემების ტვირთმოცულობებია: გრეისვალდი - 90 სატვირთო ავტომობილი; კაუნასი - 90 სატვირთო ავტომობილი; გეროი ოდესა - 90 სატვირთო ავტომობილი ან 103 სატვირთო კონტეინერი;

კვირაში ერთხელ სრულდება ტვირთის საზღვაო გადაზიდვა რუსეთის მიმართულებითაც, რომელსაც ასრულებს ერთი გემი სახელწოდებით DRUJBA (ტვირთმოცულობა - 90 სატვირთო ავტომობილის ან 103 სატვირთო კონტეინერი). გემი ბათუმის პორტში შედის ყოველ ორშაბათ დღეს და რუსეთის მიმართულებით გასვლას ახორციელებს მომდევნო დღეს.

აჭარის სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების უკეთ გასაცნობად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ENPARD-ისა და UNDP-ის ხელშეწყობით აჭარაში მედიატური გაიმართა. მედიატურის მონაწილეები ბათუმის პორტში საექსპორტო ციტრუსის ჩატვირთვის პროცესს გაეცნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 17067.21 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 4049,7 ტონა. როგორც სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 811346,4 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 404965,2 ლარია. ამ ეტაპზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს უკვე ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group დაშპს TCF Georgia, ამბროლაურისმუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,, გსქ კულა“. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

უწყების ინფორმაციით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი(80.96 % 13817(ტ), უკრაინა(11.78 % 2011(ტ), სომხეთი(3.10 % 529(ტ)), აზერბაიჯანი(1.05 % 179(ტ), ყაზახეთი(1.85 % 315(ტ), ბელორუსია(0.94 % 161(ტ)), სხვაქვეყნები(0.32 % 54(ტ).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე