ივანიშვილი და წულუკიანი რამდენიმე წელიწადია ლობირებენ ჰააგის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:13 | 07.08.2019
ნანახია: 1732

მე კარგად მახსოვს ქართული მიწის ყოველი გოჯი. ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივში.

მისივე თქმით, ივანიშვილის მიზანია, საქართველოს ეკონომიკური განადგურება, უცხოეთში ხალხის მასობრივად გაყრა, პოლიტიკური პროცესის მოკვლა და ამავე დროს დემოკრატიის ყველა ნიშანსვეტის მოსპობაც.

„მარტო ის რად ღირს, რომ ივანიშვილი, მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო. ისინი ამ წუთებში, როცა ვლაპარაკობ ძალისხმევას აგრძელებენ თავისი ლობისტებისა და შიდა საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით. ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ერის ინტერესებისა და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება. ჩვენთვის რა თქმა უნდა, საბოლოო გამარჯვება საქართველოს გამთლიანება იქნება. მე ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი. მე კარგად მახსოვს ქართული მიწის ყოველი გოჯი. ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე