ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს, დააწესოს ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება - ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 06.08.2019
ნანახია: 814

ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს, რომ დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კოდექსში ანტირეკლამასთან დაკავშირებულ ცვლილებთან დაკავშირებით.

"ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს, რომ დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ფაქტობრივად შეზღუდოს მაუწყებლები, რადგან შედის რეკლამის შინაარსში, მათ შორის, ანტირეკლამის ნაწილში, სადაც ზღუდავს, პოლიტიკურ პარტიებს აღარ აძლევს საშუალებას, რომ ანტირეკლამა გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე ამ ქვეყანაში. ყველა მარეგულირებელი ორგანო მათ მიერ კონტროლდება და, შესაბამისად, ბუნებრივია მათ აამოქმედებენ, მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას”, - ამბობს ბოკუჩავა.

5 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ანტირეკლამაზე შეზღუდვები წესდება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის მიხედვით, პარტიის წინასაარჩევნო რეკლამაში სხვა პოლიტიკური სუბიექტის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე