ტეხასის შტატში ხანსიშესულმა ქალმა მორიგი მასობრივი მკვლელობა აღკვეთა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 06.08.2019
ნანახია: 736

ტეხასის შტატის ქალაქ ლაბოკაში 19 წლის უილიამ პატრიკ უილიამსი მასობრივ მკველლობებას გეგმავდა, თუმცა ის ბებიამ შეაჩერა.

მედიის ცნობით, ბიჭმა ბებიას უთხრა, რომ იყიდა ცეცხლსასროლი იარაღი და ადგილობრივ სასტუმროში ხალხის დახოცვას აპირებდა. ამასთან, აღიარა, რომ სურდა პოლიციელებს ის მოეკლათ.

აღელვებულმა ბებიამ შვილიშვილი დაარწმუნა, რომ საავადმყოფოში მასთან ერთად წასულიყო.

გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ უილიამსმა იარაღის ყიდვის დრო არასწორი მისამართი მიუთითა.

ბიჭი პოლიციამ დააკავა იარაღის გამყიდველისთვის ცრუ მისამართის მიცემისთვის. ამის გარდა პოლიციამ გაჩხრიკა სასტუმროს ნომერი, სადაც უილიამი დარეგისტრირდა. ნომერში აღმოჩნდა იარაღი, ტყვიები და დანები.

შტატის პროკურორის განცხადებით, აღკვეთილია ახალი ტრაგედია. მან ასევე აღნიშნა ბებიის წვლილი და ოლქის პოლიციის მუშაობა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა.

თავდასხმა მოხდა Walmart-ის სავაჭრო ქსელში, აშშ-ისა და მექსიკის საზღვართან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ცეცხლი 21 წლის კაცმა გახსნა, რომელიც მედიის ცნობით, პატრიკ კრუსიუსია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე