მამუკა ბახტაძე 1 ლარად მედიკამენტების გაცემის დაწყების პროგრამას დაანონსებს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 06.08.2019
ნანახია: 625

დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ პროგრამის შესახებ ისაუბრებს, რომლითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე