ბათუმის სანაპიროზე გველი იპოვეს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 14:14 | 05.08.2019
ნანახია: 1090

ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე გველი იპოვეს. ქვეწარმავალი შეზლონგზე ადგილობრივებმა შენიშნეს. ვიდეო აჭარის მაუწყებელმა გუშინ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქვეწარმავალი სანაპირო ზოლზე პირველად დაფიქსირდა. შესაბამისად უწყების განმარტებით, მათ მიმდინარე წელს ზღვის სანაპიროზე ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ჩაუტარებიათ.

'' ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე ქვეწარმავლის დაფისქირების ეს პირველი შემთხვევაა. სავარაუდოდ გველი სანაპიროზე ზღვაში ჩამდინარე წყლიდან მოხდა. რაც შეეხება ბულვარის ტერიტორიას აქ ქვეწარმავალი არ არის. სხვადასხვა სახის მწერების საწინააღმდეგო წამლობას წელიწადში ოთხჯერ ვახორციელებთ, თუმცა თუ ქვეწარმავლის ფაქტები გახშირდება უწყება შესაბამის ზომებს მიიღებს და მოხდება დაწამვლითი სამუშაოები''- ამბობენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე