ქაიროში აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 05.08.2019
ნანახია: 622

ქაიროში, ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცენტრთან ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დაშავებულია კიდევ 30 ადამიანი.

ინციდენტი ქალაქის ცენტრში მოხდა. საავტომობილო გზაზე ავტოავარიის შედეგად ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ონკოლოგიის ინსტიტუტის ფასადი. პაციენტები ევაკუირებულნი არიან. ხანძარი ლიკვიდირებულია, ინციდენტის ადგილზე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე