ევროპის სუპერთასის მატჩზე ქალი არბიტრი იმსაჯებს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 02.08.2019
ნანახია: 1163

ევროპის სუპერთასის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ლივერპული” და ევროპალიგის გამარჯვებული “ჩელსი” დაუპირისპირდებიან, ქალი იმსაჯებს.  ამის შესახებ ინფორმაცია უეფამ დღეს გაავრცელა. სუპერთასზე მთავარი არბიტრი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება. იგი პირველი ქალი მსაჯია, რომელიც უეფამ კაცთა ფეხბურთში, მნიშვნელოვან ოფიციალურ მატჩზე დანიშნა.

ფრაპარის ასისტენტები ასევე ქალები იქნებიან – ფრანგი მანუელ ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ნილი. მეოთხე არბიტრი იქნება ცნობილი თურქი ჯიუნეთჩექირი. მატჩში გამოყენებული იქნება ვიდეოასისტენტის სისტემა (VAR).

“ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ქალთა ფეხბურთის პოტენციალი უსაზღვროა! მიხარია, რომ სუპერთასზე სტეფანი ფრაპარი და მისი ასისტენტები, მანუელა ნიკოლოსი და მიშელ ონილი იმუშავებენ,” - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

35 წლის ფრაპარმა რამდენიმე კვირის წინ, ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იმსაჯა, რომელშიც აშშ-ის ნაკრებმა ჰოლანდია 2:0 დაამარცხა. 

უეფას სუპერთასი 14 აგვისტოს სტამბოლში „ბეშიქთაშ პარკის“ სტადიონზე გაიმართება.

ამის შემდეგ ფრაპარი თავის კარიერას 2019-20 წლის სეზონზე საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის თამაშებში განაგრძობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე