ნიკა გვარამია ცდილობს, ისრები პოლიტიკური პროცესებისადმი გადაიტანოს - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 15:39 | 02.08.2019
ნანახია: 784

პოლიტიკოსებმა რა განცხადებებიც არ უნდა ვაკეთოთ, მთავარია ის, იყო თუ არა დანაშაული. ამ საკითხზე ლაპარაკს ყველა ერიდება, მათ შორის, ნიკა გვარამიაც ცდილობს, რომ ისრები პოლიტიკური პროცესებისადმი გადაიტანოს , - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი რომელიც  „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის საკითხზე გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება.

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ კონკრეტულ სქემაზე ილაპარაკა, რომელსაც დანაშაულად არ მიიჩნევს, პროკურატურას კი, ამაზე სხვა აზრი აქვს.

„სასამართლოში სრული შესაძლებლობა აქვთ, იმაზე იმსჯელონ, რასაც დანაშაულის არსებობა, ან არარსებობა ჰქვია. ნიკა გვარამია სასამართლოში დაბარებული გამოკითხვისთვის იყო. კონკრეტული ადამიანის საჩივარი არსებობს კონკრეტულ თანხასა და საკითხზე. იმის თქმა, რომ კონკრეტული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხელის თუ ფეხის ფრჩხილს წარმოადგენს და მისი დამცირება და შეურაცხყოფა ხდება, ეს მის პასუხისმგებლობას არანაირად არ ხსნის, თუ ასეთი არსებობს. პოლიტიკოსებმა რა განცხადებებიც არ უნდა ვაკეთოთ, მთავარია ის, იყო თუ არა დანაშაული. ამ საკითხზე ლაპარაკს ყველა ერიდება, მათ შორის, ნიკა გვარამიაც ცდილობს, რომ ისრები პოლიტიკური პროცესებისადმი გადაიტანოს. სანამ პოლიტიკოსი იქნები, ნებისმიერ საკითხზე სამართლებრივი პასუხი უნდა გქონდეს და იმის წამოძახება არ უნდა ხდებოდეს, რომ პოლიტიკოსია, ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის მისი დევნა. სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ კონკრეტულ სქემაზე ილაპარაკა, რომელსაც დანაშაულად არ მიიჩნევს, პროკურატურას კი, ამაზე სხვა აზრი აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე