მაიკ პომპეო საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეწყვეტაზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს

საქართველო, თბილისი - 13:42 | 02.08.2019
ნანახია: 962

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიკ პომპეო საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეწყვეტაზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„2019 წლის ორ თებერვალს აშშ-მა რუსეთს მისცა ექვსი თვე, რათა დაბრუნებოდა შეთანხმების დაცვის რეჟიმს, რუსეთმა უარი თქვა, ამიტომ შეთანხმება დღეს შეწყდა. აშშ არ დარჩება შეთანხმების მონაწილედ, როდესაც სხვები მას არღვევენ. რუსეთს ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება“, - დაწერა პომპეომ მიკრობლოგ Twitter-ში.

ვაშინგტონმა შეთანხმების დატოვების შესახებ რუსეთის მხრიდან არსებული დარღვევების გამო წლის დასაწყისში განაცხადა. დოკუმენტის თანახმად 500-დან 5 ათასამდე კმ-ის მანძილზე მოქმედი რაკეტები აკრძალულად იყო გამოცხადებული. თუმცა აშშ-მა და ნატო-მ მოსკოვი შეთანხმების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე