ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო - გვარამია

საქართველო, თბილისი - 12:15 | 02.08.2019
ნანახია: 1012

ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე რომ მჭირდებოდეს იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო, - განაცხადა „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამია, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე, სადაც ის ადვოკატთან ერტად მივიდა.

„რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს იმას, იმიტომ, რომ არის საუბარი 2025 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე. როგორც იცით ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი. პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე რომ მჭირდებოდეს იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ შეგახსენებთ. მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალებს არ ვტოვებ,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ბრალის წაყენებასა და დაკავებას არ გამორიცხავს.

პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე