პროკურატურაში გვარამიას წინააღმდეგ ორი განცხადებაა შესული - გვარამიას საქმის პროკურორი

საქართველო, თბილისი - 10:59 | 02.08.2019
ნანახია: 909

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 11:00 საათზე მოხდება.

გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

პროკურორი მტკიცებულებების შესახებ არ საუბრობს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გვარამიას წინააღმდეგ ორი განცხადებაა შესული.

„რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს რომ ამ კითხვებზე მივიღებთ პასუხს,“-აცხადებს პროკურორი.

მისი თქმით, ჩატარდება სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება.

პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე