ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 01.08.2019
ნანახია: 1082

1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9296 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 4.22 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2328 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3127 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.99 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5252 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5463 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 აგვისტოდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე