მერაბიშვილის ადგილას გადავდგებოდი, მაგრამ ვანოს გადადგომა იყო დიდი საფრთხე საზოგადოებისთვის - ადეიშვილი გირგვლიანის საქმეზე

საქართველო, თბილისი - 14:58 | 01.08.2019
ნანახია: 825

იუსტიციის ყოფილი მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს ვანო მერაბიშვილის ნაცვლად თვითონ რომ ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის თანამდებობიდან გადადგებოდა.

„კი, გადავდგებოდი. კი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვანო იყო ერთერთი ყველაზე სერიოზული კადრი. უფრო მეტ საშუალებას მივცემდი ჯერ ერთი სამართალდამცავ ორგანოებს მუშაობისთვის და მეორე მხრივ საკუთარ თავს მივცემდი საშუალებას, რომ არ აეღო იმაზე მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვიდრე უნდა აიღო ასეთ სიტუაციაში ადამიანმა. მაშინ მე ვთვლიდი, რომ ვანოს გადადგომა იყო ძალიან დიდი საფრთხე ქართული საზოგადოებისთვის”, - თქვა ადეიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე