ოსამა ბინ ლადენის შვილი ლიკვიდირებულია - მედია

საქართველო, თბილისი - 14:56 | 01.08.2019
ნანახია: 672

აშშ-ის სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია „ნომერ პირველ ტერორისტად“ აღიარებული ოსამა ბინ ლადენის ვაჟის ჰაზმა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ. იუწყება ტელეარხი NBC.

სპეცსამსხურების წარმომადგენლები არ ავრცელებენ ინფორმაციას, სად ან როდის მოხდა ბინ ლადენის ვაჟის ლიკვიდაცია. აღნიშნულ ინორმაციაზე კომენტარი არც თეთრ სახლს არ გაუკეთებია.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ ქაიდამ“ ჰამზა ბინ ლადენის საჯარო განცხადება 2018 წელს გაავრცელა. ის საუდის არაბეთს ემუქრებოდა  და ხალხს ამბოხებისკენ მოუწოდებდა.

ოსამა ბინ ლადენის შვილი სავარაუდოდ, 1989 წელს დაიბადა. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჰამზა მამის სიკვდილის შემდეგ „ალ ქაიდას“ სათავეში ჩადგომას აპირებდა. ის აშშ-ის განადგურებით არაერთგზის დაემუქრა.

The New York Times-ის ინფორმაციით, ჰამზას ლიკვიდაცია  სპეცოპეარაციის დროს მოხდა, რომელშიც აშშ მონაწილეობდა.

 „აშშ-ის ხელისუფლებამ ოპერაციაში თავის როლი შეასრულა, თუმცა გაურკვეველია, რა ფორმით. ოფიციალურმა პირებმა ჰამზას სიკვიდლის შესახებ ანონიმურობის დაცვის პირობების ფარგლებში ისაუბრეს. რადგან ოპერაცია გასაიდუმლოებული იყო. მათი თქმით, უმცროსი ბინ ლადენი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 2  წლის განმავლობაში მოკლეს. ის მანამდე მოკლეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 1 მლნ დიოლარის ჯილდოს დააწესებდა. თუმცა ამერიკელ სამხედროებსა და სპეცსამსახურებს იმ მომენტისთვის ჰაზმას სიკვდილი არ დაუდასტურებიათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე