მამაკაცმა პარკში სეირნობისას 2,12-კარტიანი ალმასი იპოვა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 01.08.2019
ნანახია: 927

ამერიკის არკანზასის შტატში პარკ „ალმასის კრატერში“ მამაკაცმა 2,12-კარატიანი ალმასი იპოვა. 36 წლის მასწავლებელმა ნებრასკას შტატიდან, ჯოშ ლენიკმა განაცხადა, რომ ძვირფასი ქვის გაყიდვას არ აპირებს. იუწყება CNN.

ლენიკის თქმით, ის „ალმასის კრატერში“ ოჯახთან ერთად ისვენებდა. ორსაათიანი სეირნობის შემდეგ მამაკაცმა საინტერესო ქვა შენიშნა,  რომელიც ძლიერ კაშკაშებდა.

 „როდესაც ავიღე და ხელით მოვსინჯე, მივხვდი, რომ მას ბასრი წახნაგები არ ჰქონდა“, - აღნიშნა მამაკაცმა.

ამის შემდეგ ლენიკმა ნაპოვნი ქვა ექსპერტს აჩვენა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ალმასი იყო. ამასთან, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის „ალმასის კრატერში“ აღმოჩენილ ქვებს შორის ყველაზე მსხვილი იყო.

პარკი „ალმასის კრატერი“  ჩამქრალი ვულკანის ადგილზე მდებარეობს. 1960 წლიდან აქ 75 ათასზე მეტი ძვირფასი ქვაა ნაპოვნი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე