ნიდერლანდებში ფარანჯისა და ნიქაბის ტარება აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 01.08.2019
ნანახია: 707

მრავალწლიანი დავის შემდეგ ნიდერლანდებში აიკრძალა სამოსის ტარება, რომელიც სახეს ფარავს. კანონი ძალაში 1 აგვისტოს შევიდა და შეეხება ფარანჯასა და ნიქაბს. ამგვარი სამოსის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სკოლებში, საავადმყოფოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ტრანსპორტში ამიერიდან დაუშვებელი იქნება. წერს DW.

ქვეყნის შს სამინისტრომ კომპეტენტურ ორგანოებსა და მუნიციპალურ ხელისუფლებებს მოუწოდა კანონის უზრუნველყოფა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ქალებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში ფარანჯით ან ნიქაბით გამოჩნდებიან, უნდა მოსთხოვონ სახის გამოჩენა, უარის შემთხვევაში მას, შესაძლოა, შენობაში შესვლა აეკრძალოს და 150 ევროსა და მეტის ჯარიმის გადახდა დაეკისროს. აკრძალვა ასევე შეეხება მოტოციკლის მძღოლების ჩაფხუტებზეც.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ გაურკვეველია აკრძალვა იმოქმედებეს თუ არა სრული მასტაბით. ზოგიერთმა დაწესებულებამ - საავადმყოფოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პოლიციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ აკრძალვას არ გაითვალისწინებენ.

ფარანჯის აკრძალვის შესახებ დავა ნიდერლნდებში 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სახის დაფარვა პირველად საფრანგეთმა 2011 წელს აკრძალა. ანალოგიური ზომები ასევე მოქმედებეს დანიაში, ბელგიაში, ბულგარეთსა და ავსტრიაში. გერმანიაში ფარანჯის აკრძალვა ნაწილობრივ მოქმედებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე