აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 01.08.2019
ნანახია: 630

აშშ-ის ხელისუფლებამ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი  SDN List-ის (Specially Designated Nationals List)  შავ სიაში შეიყვანა.

სანქციები ითვალისწინებს აშშ-ში ირანელი მინისტრის ყველა აქტივების დაბლოკვას. ასევე სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, რომლებიც ზარიფთან ზოგიერთ ტრანზაქციას განახორციელებს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ზარიფს მსოფლიოში ირანის რეჟიმის მთავარი ხმა უწოდა, მის ქმედებებს კი სავსებით მიუღებელი.

 „ამასთან, რეჟიმი, რომელიც ირანის ხელისუფლებაშია, თავის მოქალაქეებს უკრძალავს სოციალური ქსელების გამოყენებას. საგარეო საქმეთა მინისტრი ზარიფი კი სწორედ ამ სოციალური ქსელების მეშვეობით დაკავებულია პროპაგანდის გავრცელებითა და დეზინფორმაციით“, - აღნიშნა მნუჩინმა.

მოგვიანებით ზარიფმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს, რამდენადაც ირანის ფარგლებს გარეთ არ გააჩნია ქონება და კაპიტალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე