რეიგანმა 1971 წელს გაეროში აფრიკელ წარმომადგენლებს "მაიმუნები" და "კაციჭამიები" უწოდა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 31.07.2019
ნანახია: 1059

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გაეროში აფრიკული დელეგაციას უწოდა „მაიმუნები" და "კაციჭამიები", რომლებიც ფეხსაცმლის ჩაცმას ვერ მიეჩვივნენ". აქამდე უცნობი სატელეფონო ჩანაწერები US Magazine-მ გაავრცელა.

აღნიშნული კომენტარი რონალდ რეიგანმა 1971 წელს გააკეთა, როდესაც ის კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო, ხოლო რიჩარდ ნიქსონი შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი.

რეიგანი აფრიკულ დელეგაციის ქმედებამ, გაეროში ხმა აშშ-ის წინააღდეგ მიეცათ, განარისხა და პრეზიდენტს ნიქსონს ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც დელეგაციის წევრები „მაიმუნებს“ შეადარა.

საუბარია ტანზანიის დელეგაციაზე, რომლის წევრებმაც ცეკვა დაიწყეს მას შემდეგ, რაც გაერომ მხარი დაუჭირა გაეროში ჩინეთის წევრობის უფლების აღდგენას, რასაც აშშ-ი ეწინააღმდეგებოდა და ტაივანის მიერ ორგანიზაციის დატოვებას.

რიჩარდ რეიგანი მხარს უჭერდა ტაივანს და მის გაეროში დარჩენას.

რეიგანისა და ნიქსონის სატელეფონო საუბარი ნიუ იორკის უნივერსიტეტის ისტორიის ასოცირებულმა პროფესორმა ტიმ ნაფტალიმ აღმოაჩინა, რომელიც ნიქსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას 2007-დან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე