თბილისში, კუმისის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 31.07.2019
ნანახია: 677

თბილისში, კუმისის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშვლები მუშაობენ. ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი გვერდით ეზოშიც გადავიდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე