20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახმა სააპელაციო სასამართლოს პეტიციით მიმართა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 31.07.2019
ნანახია: 732

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა სააპელაციო სასამართლოში 1800 ხელმომწერისგან შემდგარი პეტიცია შეიტანეს. ამით მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრებს. 

27 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბეჟან ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

National Geographic-ის მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძე სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ლორთქიფანიძე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე