ზურაბიშვილმა, ბრიყვული განცხადებებით, ხელი შეუწყო გარეჯში უარყოფითი პროცესების განვითარებას - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:37 | 31.07.2019
ნანახია: 759

სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილ-ალიევისა და პუტინის ალიანსის საქმე გააკეთა და თავისი ბრიყვული განცხადებებით ხელი შეუწყო გარეჯში უარყოფითი პროცესების განვითარებას“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებული განცხადებების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დასმას ითხოვს.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თებერვალსა და აპრილში დავით გარეჯის საკითხზე პროვოკაციული განცხადებები გააკეთა, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია. მისი თქმით, პრეზიდენტმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე