პირველ აგვისტოს ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, "რუსთავი 2"-ს, "ერთსულოვნებასა" და "ტვ პირველს" შეუწყდეთ - "სტერეო პლუსი"

საქართველო, თბილისი - 12:53 | 31.07.2019
ნანახია: 673

პირველ აგვისტოს ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „სტერეო+“ ავრცელებს.

„პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, - აცხადებენ „სტერეო პლუსში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე