ქალი ახალშობილის ცხედარს მაცივარში 37 წლის განმავლობაში ინახავდა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 31.07.2019
ნანახია: 817

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის მკვიდრი 37 წლის განმავლობაში მაცივარში ახალშობილის ცხედარს ინახავდა. წერს Washington Post-ი.

37 წლის ადამ სმიტმა დედის საიდუმლო მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. დედის ოთახის დალაგების დროს მან საყინულეში მცირე ზომის მუყაოს ყუთი იპოვა. „37 წლის ვარ და ის მთელი ამ წლების განმავლობაში იქ იყო, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ყუთში ქორწილის ტორტის მოსართვები ინახებოდა“.

სმიტმა ყუთში პატარა გოგონას ცხედრის ნაწილები აღმოაჩინა, რომელიც ვარდისფერ პლედში იყო გახვეული. „მას ჰქონდა კანი, თმები და ყველაფერი, ის მუმიად იყო ქცეული“, - ამბობს მამაკაცი. მან პოლიცია გამოიძახა.

ახალშობილის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. ექსპერტიზა მისი სიკვდილის მიზეზს დაადგენს, დნმ-ს ანალიზი კი გაარკევვს იყო თუ არა ის სმიტის და. მისი თქმით, დედა ხშირად ახსენებდა მკვდრადდაბადებულ ბავშვს, ნათესავები კი ყვებოდნენ ტყუპების შესახებ, რომლებიც ქალმა წლების წინ გააჩინა. მათი თქმით, ერთ-ერთი ტყუპისცალი მკვდარი დაიბადა, მეორე კი გააშვილეს.

„სიკვდილის წინაც კი დედას არაფერი უთქვამს იმის შესახებ თუ რა იყო ყუთში, ეს კი ეჭვს ბადებს, რომ მან, შესაძლოა, ბავშვს რაღაც დაუშავა და არ სურდა ამის შესახებ საუბარი, რადგან პრობლემების ეშინოდა“, - ამბობს სმიტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე