ლარი არის თავისუფალი, თინეიჯერი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

საქართველო, თბილისი - 17:25 | 30.07.2019
ნანახია: 1133

ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად - ასე ეხმიანება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე bm.ge-სთან საუბრისას ლარის კურსის გაუფასურებას.

"ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

იყო რა თქმა უნდა მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები,ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა ეს აისახება ლარზე.

მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“, - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე bm.ge-სთან საუბრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე